ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, პარასკევის ლოცვის დროს აფეთქების შედეგად 37 ადამიანია გარდაცვლილი
ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, პარასკევის ლოცვის დროს აფეთქების შედეგად 37 ადამიანია გარდაცვლილი

ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, შიიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს აფეთქების შედეგად 37 ადამიანია გარდაცვლილი.

დაშავებულთა რაოდენობა 70-ს აღემატება. „ბიბისის“ ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს. ამასთან, სააგენტო „როიტერთან“ თვითმხილველები აცხადებენ, რომ თვითმკვლელი სამი იყო. ერთ-ერთმა თავი აიფეთქა მეჩეთის შესასვლელში, ორმა კი შენობის შიგნით.

თავდასხმის დროს მეჩეთი სავსე იყო მომლოცველებით, ადგილზე სულ მცირე 15 სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა.

გასულ პარასკევს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ქალაქ ყუნდუზის მეჩეთში, რასაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთში მოქმედმა ფრთამ აიღო.