ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა

13:56, 15.10.2021
A general view shows the scene of a car bomb explosion at a checkpoint in Mogadishu, Somalia  December 28, 2019. REUTERS/Feisal Omar

A general view shows the scene of a car bomb explosion at a checkpoint in Mogadishu, Somalia December 28, 2019. REUTERS/Feisal Omar

ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა.

აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ქალაქის ცენტრში მდებარე მეჩეთში აფეთქება პარასკევის ტრადიციული ლოცვის დროს მოხდა. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

„ყანდაარის შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის გამოც დაიღუპა და დაშავდა ჩვენი მრავალი თანამემამულე. დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად, რეგიონში „თალიბანის“ სპეციალური ძალები შევიდნენ“, – დაწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ყარი საიდ ხოსტიმ.

მსგავსი