ავღანეთის სამხრეთ ნაწილში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ყანდაარის აეროპორტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა
ავღანეთის სამხრეთ ნაწილში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ყანდაარის აეროპორტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ყანდაარის აეროპორტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თალიბების პრესსპიკერზე ზაბიულა მუჯაჰიდზე დაყრდნობით ავრცელებს.

თალიბების მიერ რაკეტების გაშვების გამო, აეროპორტმა ფრენები შეაჩერა.

თალიბანში“ აცხადებენ, რომ რაკეტები ავღანეთის სამთავრობო ძალების მიერ საჰაერო დარტყმების საპასუხოდ გაუშვეს.

ავღანეთის მთავრობის განცხადებით, სარაკეტო იერიშების შედეგად დაზიანდა ასაფრენი ბილიკი. ხელისუფლება იძულებული იყო, ყველა რეისი შეეჩერებინა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.