ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი - აშშ-ის დაზვერვა, რომელიც რუსეთს თალიბებთან შეთქმულებაში ადანაშაულებს, ნარკოტრაფიკშია ჩართული
ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი - აშშ-ის დაზვერვა, რომელიც რუსეთს თალიბებთან შეთქმულებაში ადანაშაულებს, ნარკოტრაფიკშია ჩართული

აშშ-ის დაზვერვა, რომელიც რუსეთს თალიბებთან შეთქმულებაში ადანაშაულებს, ნარკოტრაფიკშია ჩართული. ამის შესახებ ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მეორე დეპარტამენტის დირექტორმა, ზამირ კაბულოვმა, ტელეკომპანია, „როსია 1“-ის ეთერში განაცხადა.

„ეს უთვალავი ფინანსური მაქინაციები იქ არსებული პროექტებიდან, იგივე შესანიშნავი ამერიკული სადაზვერვო აგენტების მონაწილეობა ნარკოტრაფიკში. მათი თვითმფრინავები ყანდაღარიდან, ბაგრამიდან ყველგან დაფრინავენ გადამოწმების გარეშე – გერმანიაში, რუმინეთში. კარგი, ასეთი ბიზნესი. ქაბულში ყველა ავღანელი გეტყვით, ზარმაცი ადამიანიც კი მზად არის ამ თემაზე ისაუბროს“, – განაცხადა კაბულოვმა.

ივნისის ბოლოს ამერიკულმა გამოცემამ, „ნიუ იორკ თაიმსმა“ სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკელი და კოალიციური ჯარების სამხედრო მოსამსახურეების ლიკვიდაციისთვის, რუსეთი „თალიბანთან“ დაკავშირებულ მებრძოლებს ფულს უხდიდა.

დატოვე კომენტარი