ავღანეთის ქალაქ ჰერათში განათლებისა და მუშაობის უფლების მოთხოვნით ქალებმა საპროტესტო აქცია გამართეს

16:43, 02.09.2021

ავღანეთის ქალაქ ჰერათში რამდენიმე ათეულმა ქალმა საპროტესტო აქცია გამართა. როგორც „ბიბისის“ კორესპონდენტი წერს, დემონსტრანტები ქალებისთვის განათლებისა და მუშაობის უფლებას ითხოვენ.

საპროტესტო აქციაში დაახლოებით 50 ადამიანი მონაწილეობდა. ამასთან, როგორც „ფრანს პრესთან“ კომენტარში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აღნიშნავს, მათ სურთ, რომ ქალები წარმოდგენილი იყვნენ ავღანეთის ახალ მთავრობაში.

მსგავსი