ავღანეთის პროვინცია ზაბულში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის პროვინცია ზაბულში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის პროვინცია ზაბულში აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ასევე სამი პირი.

ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, გზის პირას მოხდა. რამდენიმე საათით ადრე კი, კიდევ ერთი თავდასხმა ქუნდუზის პროვინციაში განხორციელდა, სადაც ხუთი სამხედრო დაიღუპა და „თალიბანის“ წევრებმა მძევლად რვა ჯარისკაცი აიყვანეს.

ორმხრივი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიარაღებული პირები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს.