ავღანეთის პროვინცია ქუნდუზში „თალიბანის“ წევრები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს თავს დაესხნენ

12:19, 22.10.2019

ავღანეთის პროვინცია ქუნდუზში რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის“ წევრები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს თავს დაესხნენ.

შემთხვევის შედეგად 15 სამართალდამცველი დაიღუპა, დაშავებულია კიდევ ორი პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, იერიშში ათამდე ისლამისტი მებრძოლი იღებდა მონაწილეობას.

მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

მსგავსი