ავღანეთის პროვინცია ნანგარჰარში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

16:13, 23.11.2017

ავღანეთის პროვინცია ნანგარჰარში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ათმა კი სხვასხვა სიმძიმის დაიზიანება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ჯელალაბადში მოხდა. ყველა დაღუპული სამოქალაქო პირია.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მსგავსი