ავღანეთის პრეზიდენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

14:42, 21.04.2020

ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ინფორმაციას „ალ ჟაზირა“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ვირუსზე ტესტი პრეზიდენტთან ერთად პირველმა ლედიმაც ჩაიტარა. ორივე პასუხი ნეგატიურია.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის სასახლის 40 თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ავღანეთში კორონავირუსის 1 092 შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსით 36 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი