ავღანეთის მთავრობამ 12 წელზე უფროსი ასაკის მოსწავლე გოგონებს საზოგადოებრივ ღონისძიებებზე სიმღერა აუკრძალა
ავღანეთის მთავრობამ 12 წელზე უფროსი ასაკის მოსწავლე გოგონებს საზოგადოებრივ ღონისძიებებზე სიმღერა აუკრძალა

ავღანეთის მთავრობამ 12 წელზე უფროსი ასაკის სკოლის მოსწავლე გოგონებს საზოგადოებრივ ღონისძიებებზე სიმღერა აუკრძალა.

ავღანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გოგონებს სიმღერა იმ ღონისძიებებზე შეეძლებათ, რომლებსაც მხოლოდ ქალები დაესწრებიან.

ავღანეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის ყველა პროვინციაზე გავრცელდება.

ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსწავლეების და მშობლების ინიციატივების შემდეგ მიიღეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სკოლის მამაკაც მასწავლებლებს ასევე ეკრძალებათ სკოლის მოსწავლე გოგონების სწავლება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალური მედიის პლატფორმებზე უკმაყოფილება მოჰყვა და მთავრობის გადაწყვეტილება კრიტიკოსებმა თალიბანის იდეოლოგიას შეადარეს. ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ სხვა მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს წერილები, რომ შესაძლოა მშობლებმა განაცხადეს შევიწროების შესახებ და მოითხოვდნენ მათი შვილების დაცვას.