ავღანეთის ხელისუფლებამ მოძრაობა „თალიბანის“ 700-ზე მეტი წევრი გაათავისუფლა
ავღანეთის ხელისუფლებამ მოძრაობა „თალიბანის“ 700-ზე მეტი წევრი გაათავისუფლა

ავღანეთის ხელისუფლებამ რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის“ 700-ზე მეტი წევრი გაათავისუფლა. კიდევ 300-მდე პირს კი, კვირას გამოუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „ტოლო ნიუსი“ ავრცელებს.

დღესვე თალიბანის წარმომადგენლებმა 70-ზე მეტი ავღანელი ტყვე გაათავისუფლეს.

ეს პატიმრების გათავისუფლების პირველი შემთხვევა არ არის. ცოტა ხნის წინ ავღანეთის პრეზიდენტმა ორი ათასამდე ისლამისტი თალიბანის გადაწყვეტილების საპასუხოდ გაათავისუფლა, რომელთაც ურაზ-ბაირამის დღესასწაულზე სამი დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს.