ავღანეთის ხელისუფლებამ ციხეებიდან თალიბების ბოლო ჯგუფების გათავისუფლება დაიწყო
ავღანეთის ხელისუფლებამ ციხეებიდან თალიბების ბოლო ჯგუფების გათავისუფლება დაიწყო

ავღანეთის ხელისუფლებამ ციხეებიდან თალიბების ბოლო ჯგუფების გათავისუფლება დაიწყო. ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით, ციხეებში მყოფი „თალიბანის“ 400 წევრიდან, 80 უკვე გათავისუფლდა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ, თალიბების გათავისუფლების ბრძანებას ხელი 10 აგვისტოს მოაწერა. პატიმრების სია რადიკალური მოძრაობის წევრებმა აშშ-ის წარმომადგენლებს მოლაპარაკების დროს გადასცეს. მანამდე, ავღანეთის ხელისუფლება თალიბების ბოლო ჯგუფების გათავისუფლებაზე უარს ამბობდა და მათ მძიმე დანაშაულების ჩადენაში სდებდა ბრალს. ავღანური ტელეარხის, „1 ტივის“ ინფორმაციით, ავღანეთის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ყატარში 16 აგვისტოს დაიწყება. ავღანეთის სამთავრობო დელეგაცია დოჰასი 12 აგვისტოს გაემგზავრა.