ავღანეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების მიზნით, „თალიბანის“ 400-მდე მებრძოლის გათავისუფლებას დათანხმდა
ავღანეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების მიზნით, „თალიბანის“ 400-მდე მებრძოლის გათავისუფლებას დათანხმდა

ავღანეთის ხელისუფლება სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების მიზნით, „თალიბანის“ 400-მდე მებრძოლის გათავისუფლებას დათანხმდა. პრეზიდენტ აშრაფ განის განცხადებით, ის განკარგულებას ხელს დღეს მოაწერს.

სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი „თალიბანის“ წარმომადგენლებთან, მომავალ კვირაში, ყატარის დედაქალაქ დოჰაშია დაგეგმილი. მანამდე კი, პრეზიდენტი დაჯგუფებას მიმართავს, მოლაპარაკების დაწყების წინ ცეცხლი შეწყვეტონ.

ავღანეთში ხელისუფლებასა და „თალიბანს“ შორის დაპირისპირება 19 წელია მიმდინარეობს.