ავღანეთის ხელისუფლება მზადაა, „თალიბანთან“ მოლაპარაკება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აწარმოოს
ავღანეთის ხელისუფლება მზადაა, „თალიბანთან“ მოლაპარაკება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აწარმოოს, – ამის შესახებ ავღანეთის „მშვიდობის უმაღლესი საბჭოს“ პრესსპიკერმა, ეჰსან ტაჰერმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკების დაწყება ახალი კონსტიტუციის კანონპროექტზეც შესაძლებელია.
მანამდე ავღანეთის მთავრობა თალიბებისგან იარაღის დაყრას ითხოვდა. „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს სწორედ „მშვიდობის უმაღლესი საბჭო“ აწარმოებს, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. თალიბებმა მოლაპარაკებებისთვის წარმომადგენლები უზბეკეთში მიმდინარე წლის აგვისტოში გაგზავნეს, ივლისში კი, შეხვედრა ყატარში აშშ-ის დიპლომატებთან გაიმართა.
ყატარში „თალიბანის“ პოლიტიკურ ფრთას არაოფიციალური სამეკავშირეო ოფისი აქვს.