ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოძრაობა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებებში წინსვლაა
ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოძრაობა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებებში წინსვლაა

ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოძრაობა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებებში წინსვლაა.

როგორც ქაბულში აცხადებენ, დიალოგის პროცედურა შეთანხმებულია და ახლა მუშაობა მოლაპარაკებების დღის წესრიგის შედგენაზე დაიწყება.
აღნიშნული ინფორმაცია „თალიბანის“ წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

„ერთობლივ სამუშაო ჯგუფს მოლაპარაკებების დღის წესრიგის მომზადება დაევალა“, – აცხადებენ „თალიბანის“ წევრები.

ავღანეთის მთავრობასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს მხარს აშშ უჭერს.

შეთანხმების მთავარ პუნქტად ცეცხლის შეწყვეტა რჩება, რასაც ქაბული და საერთაშორისო საზოგადოება ითხოვენ.

„მთავარ საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯია, მათ შორის დიალოგი დაიწყება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე, რაც ავღანელი ხალხის მთავარი მოთხოვნაა“, – განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თებერვალში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, უცხოელმა სამხედროებმა 2021 წლის მაისში უნდა დატოვონ ავღანეთი, სანაცვლოდ კი მოძრაობა „თალიბანი“ პირობას დებს, რომ ქვეყანაში ტერორისტების წინააღმდეგ იბრძოლებს.

დატოვე კომენტარი