ავღანეთის ჰერათის პროვინციაში, პოლიციის სადგურთან დანაღმული მანქანა აფეთქდა
ავღანეთის ჰერათის პროვინციაში, პოლიციის სადგურთან დანაღმული მანქანა აფეთქდა

ავღანეთის ჰერათის პროვინციაში პოლიციის სადგურთან დანაღმული მანქანა აფეთქდა.

გარდაცვლილია შვიდი და დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. ჰერათის გუბერნატორის აბდულ ვაჰიდ ქათალის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის რამდენიმე ქალი და ბავშვია. დაშავებულებს შორის არიან უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები და სამოქალაქო პირები.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი და მაღაზია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ადგილობრივი ხელისუფლება აფეთქების მოწყობაში მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებს ადანაშაულებს.