ავღანეთის „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი“ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, თავი შეიკავონ „თალიბანის“ „მთავრობის“ აღიარებისგან
ავღანეთის „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი“ აცხადებს, რომ „თალიბანის“ „მთავარობას“ არ აღიარებს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ ნათქვამია მოძრაობის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.
„ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი“ მიიჩნევს, რომ „თალიბანის“ მიერ დროებითი „მთავრობის“ დასახელება უკანონოა და ავღანელი ხალხის მიმართ მტრული ნაბიჯია“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, თალიბების მმართველობა „საფრთხე უქმნის როგორც ავღანეთის, ისე რეგიონის და მსოფლიოს, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ სახალხო კენჭისყრით და არჩევნებითაა შესაძლებელი.
ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, თავი შეიკავონ „თალიბანის“ „მთავრობის“ აღიარებისგან, მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისგან და მხარი დაუჭირონ „ავღანელ ხალხის ბრძოლას ოკუპაციასა და ტერორიზმთან“.
The National Resistance Front of Afghanistan’s official position in regards to the Taliban’s announcement of their illegitimate regime:
موقف رسمی جبهه مقاومت ملی افغانستان پیرامون اعلان رژیم نامشروع طالبان. pic.twitter.com/dSQiNEOeOc
— National Resistance Front of Afghanistan (@nrfafg) September 7, 2021