ავღანეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში თბილისში კერძო სექტორისა და მეწარმეობის სტიმულირების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიხსნება
ავღანეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში თბილისში კერძო სექტორისა და მეწარმეობის სტიმულირების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიხსნება

თბილისში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიხსნება, სახელწოდებით „კერძო სექტორის განვითარებისა და მეწარმეობის სტიმულირება ავღანეთში“ (Boosting Private Sector Development and Entrepreneurship in Afghanistan). შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე გახსნის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და სხვა ოფიციალური პირები.

„სამუშაო შეხვედრა ჩატარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში 2019 წლის 5-6 მარტს საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფება“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ავღანეთის დელეგაციის შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სახლში, შემოსავლების სამსახურში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში და სააგენტოში „აწარმოე საქართველში“.

სამუშაო შეხვედრა 09:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში გაიხსნება.