ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად 50 ბავშვი დაშავდა
ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად 50 ბავშვი დაშავდა

ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად 50 ბავშვი დაშავდა. ამის შესახებ ავღანური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

ქაბულის ცენტრში აფეთქება დღეს დილით მოხდა. სხვადასხვა ცნობით, ტერაქტს 10-დან 34-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დანაღმული სატვირთოს აფეთქების შედეგად დაიჭრა 65 მოქალაქე, მათი უმრავლესობა სკოლის მოსწავლეა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ რამდენიმე თავდამსხმელი ამ დრომდე მშენებარე შენობაში არიან და უსაფრთხოების ძალები მათ ლიკვიდაციას ცდილობენ. ისმის სროლის ხმა.

დღეს დილით თავდასხმა ავღანეთის დედაქალაქის იმ რაიონში განხორციელდა, სადაც პრეზიდენტის სასახლე და აშშ-ის საელჩო მდებარეობს. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. თავდასხმა მკაცრად დაგმო ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ.