ავღანეთის დედაქალაქში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმის შედეგად სამი სამართალდამცველი დაიღუპა

12:03, 20.05.2019

ავღანეთის დედაქალაქში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმის შედეგად სამი სამართალდამცველი დაიღუპა, დაშავებულია კიდევ სამი პოლიციელი.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმის ადგილი დაუყოვნებლივ დატოვეს.

პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

მსგავსი