ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქებისას შვიდი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გარდაცვლილთა შორის ერთი სამართალდამცველია.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტური მეჩეთის სიახლოვეს განახორციელა, სადაც 1995 წელს მოკლული პოლიტიკური ლიდერის ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება მიმდინარეობდა.