ავღანეთის დედაქალაქის დიპლომატიური წარმომადგენლობის უბანში ძლიერი აფეთქება მოხდა
Smokes rises after a huge explosion in Kabul, Afghanistan, Monday, July 1, 2019. Powerful explosion rocks Afghan capital, with smoke seen billowing from downtown area near U.S. Embassy. (AP Photo/Rahmat Gul)
ავღანეთის დედაქალაქის დიპლომატიური წარმომადგენლობის უბანში ძლიერი აფეთქება მოხდა.
ავღანური გამოცემა „ტოლო ნიუს“-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის შენობების სიახლოვეს მოხდა.
გავრცელებული ცნობით, აფეთქების შედეგად ფეხბურთის ფედერაციის 16 თანამშრომელი დაშავდა, შენობა კი დაზიანდა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ აფეთქების შემდეგ ინციდენტის ადგილას სროლის ხმაც ისმოდა. ქაბულის პოლიციის პრესსპიკერის, ფირდოუს ფარამაზის თქმით, ჯერ გაურკვეველია სამიზნე ან ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი.
