ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ხანძარს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ხანძარს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ჩრდილოეთით ხანძრის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა 14 ადამიანი. აღნიშნულის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ ადგილობრივ შს მინისტრ თარიქ არიანის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, ქაბულის შემოგარენში, საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა და ხანძარი სხვა სატვირთო და მსუბუქ ავტომობილებზეც გავრცელდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სულ 50 მანქანა დაზიანდა.

მომხდარის გამო, ქალაქ ქაბულის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.