ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტრო აფეთქებას ადასტურებს, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ვრცელდება ცნობა, რომ აეროპორტის მახლობლად საცხოვრებელ სახლს რაკეტა დაეცა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს კვამლი, რომელიც აფეთქების შემდეგ საცხოვრებელ უბანში გაჩნდა.