ავღანეთის აღმოსავლეთში საჰაერო დაბომბვის შედეგად 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

12:24, 19.09.2019

ავღანეთის აღმოსავლეთში საჰაერო დაბომბვის შედეგად სულ მცირე 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ავიაიერიშების შედეგად სხეულის დაზიანება 40-მა ადამიანმა მიიღო.

„როიტერის“ ინფორმაციით, დაბომბვა აშშ-ის საჰაერო მხარდაჭერით ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა განახორციელეს.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამალავების განადგურებას ისახავდა მიზნად, მაგრამ ტერიტორიის მახლობლად შემთხვევით ადგილობრივი ფერმერები დაბომბეს. მოქალაქეები ფიჭვის გირჩებს აგროვებდნენ.

მსგავსი