ავღანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ პროვინციებში აფეთქებების შედეგად უსაფრთხოების ძალების ოთხი წევრი მოკლეს
ავღანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ პროვინციებში აფეთქებების შედეგად უსაფრთხოების ძალების ოთხი წევრი მოკლეს

ავღანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ პროვინციებში აფეთქებების შედეგად უსაფრთხოების ძალების ოთხი წევრი მოკლეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთ-ერთი მეთაური. აფეთქებების შედეგად ასევე დაშავდა შვიდი სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქე.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია. ადგილობრივი მედია რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წევრებს და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებების გახშირებაზე ავრცელებს ინფორმაციას.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყანდაარის პროვინციაში 18 თალიბი მებრძოლი მოკლეს, ცხრამ კი სხეულის დაზიანება მიიღო.