ავღანეთიდან ევაკუირებულმა ქალმა თვითმფრინავში იმშობიარა
ავღანეთიდან ევაკუირებულმა ქალმა, გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე, თვითმფრინავში იმშობიარა.
ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ბაზაზე დაშვების შემდეგ, ქალსა და მისი ოჯახის წევრებს დახმარება სამედიცინო პერსონალმა გაუწია.
Medical support personnel from the 86th Medical Group help an Afghan mother and her family off a @usairforce C-17 Globemaster III moments after she delivered a baby aboard the aircraft at @RamsteinAirBase in Germany. pic.twitter.com/339bMiVDVO
— Department of Defense 🇺🇸 (@DeptofDefense) August 22, 2021