„ავერსის“ კლინიკის დირექტორი - ვანო მერაბიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფია და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა 
„ავერსის“ კლინიკის დირექტორი - ვანო მერაბიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფია და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა 

„ავერსის“ კლინიკის დირექტორის დიმიტრი ჯორბენაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფია და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა.

როგორც დიმიტრი ჯორბენაძემ განაცხადა, ყველა გამოკვლევა, რომელიც კლინიკაში ჩატარდა, დანიშნული იყო მერაბიშვილის პირადი ექიმის მიერ.

“რა მიზნით ჩატარდა კვლევა, ამ საკითხზე მე ვერ გიპასუხებთ, რადგან დამკვეთი ჩვენთვის იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. მან გადმოგვცა სია, თუ რა გამოკვლევები უნდა ჩაგვეტარებინა. გამოკვლევების შედეგები სასჯელაღსრულების უწყებას მაქსიმუმ ხვალ გადაეგზავნება”, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი „ავერსში“ დილით შეიყვანეს, მან კლინიკა უკვე დატოვა.