ავჭალაში მკვლელობა მოხდა
ავჭალაში მკვლელობა მოხდა

ავჭალაში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის დადგენის მიზნით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შემთხვევა წუხელ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მინიმარკეტის დაყაჩაღებისას შეიარაღებულმა პირებმა მაღაზიის მეპარტონე ცოლ-ქმარი მოკლეს.

დატოვე კომენტარი