ავარიული შენობის დემონტაჟის დროს დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ავარიული შენობის დემონტაჟის დროს დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟის დროს დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ ალადაშვილის კლინიკის ექიმმა განაცხადა.

„პაციენტი, 54 წლის მამაკაცი სასწრაფოს მიერ შემოყვანილია 11:20 წუთზე. უბედური შემთხვევაა, სიმაღლიდან ვარდნა. დიაგნოზი პოლიტრავმა, ტრავმული შოკი, ფილტვების დაჟეჟილობა, მარცხენა ბარძაყის მოტეხილობა, საჯდომი ძვლის მოტეხილი, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი. მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი სპონტანურ სუნთქვაზეა ამ ეტაპზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მიმდინარეობს ინტენსიური დაკვირვება და მონიტორინგი“, – განაცხადა ექიმმა ლევან ბესელიამ.

თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟის დროს სულ სამი მუშა დაშავდა.

დატოვე კომენტარი