ავარიული გათიშვის გამო, დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა
ავარიული გათიშვის გამო, დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, დღეს, 17:02 საათზე, ქვესადგურ „დიდუბე 220“-ში ავარიულად გამოირთო ძალოვანი ტრანსფორმატორი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონების აბონენტთა ნაწილს.

ამ დროისთვის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მომხმარებლებს შექმნილი შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.