ავარიისას გურჯაანის მერი და მერიის სამი თანამშრომელი დაშავდნენ
ავარიისას გურჯაანის მერი და მერიის სამი თანამშრომელი დაშავდნენ

საგარეჯოში ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერიის სამი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდნენ. ისინი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. ავარიის დროს გურჯაანის მერიის პრესსამსახურის სპეციალისტმა დაზიანება თვალის არეში მიიღო. მედიკოსების განცხადებით, ჭრილობის დამუშავების შემდეგ, ის სხვებთან ერთად ბინაზე გაწერეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თბილისში დაგეგმილ „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მიემგზავრებოდნენ.

საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დატოვე კომენტარი