ავარიის დროს დაშავებული 20 პაციენტი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება
ავარიის დროს დაშავებული 20 პაციენტი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება

გომბორის უღელტეხილზე ავარიის დროს დაშავებული 20 პაციენტი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება, ხოლო სამი დაშავებული თბილისში გადმოიყვანეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო.

გომბორზე ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.