ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა ნებადართული იქნება

18:16, 17.10.2019

17 ოქტომბერს, ღამის საათებში, ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასასვლელი ზოლი გაიხსნება.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასასვლელი ზოლიდან ტრანსპორტი მოძრაობას  მარჯვნივ, ვაკის პარკის მიმართულებით გააგრძელებს.

მსგავსი