აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოიკითხება ყველა პირი, რომელიც შესაძლოა, ფლობდეს ინფორმაციას „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

19:00, 21.09.2026

„თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე, ყველა საჭირო მოქმედება თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განახორციელებდა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განაცხადეს.

მათივე ცნობით, გამოიკითხება ყველა პირი, ვინც შეიძლება, ფლობდეს ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესწავლილი იქნება ყველა შესაბამის დოკუმენტაცია.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონიტორინგის ფარგლებში თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებას. მათ შორის, გამოკითხავს ყველა იმ პირს, ვინც შეიძლება იყოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მატარებელი და შეისწავლის ყველა შესაბამის დოკუმენტაციას“ ,- აცხადებენ უწყებაში.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს დაფინანსებით, გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა. არსებული ინფორმაციით, ღონისძიების დაფინანსებაზე თანხმობისთვის ორგანიზატორებს მთავრობისთვის არ მიუმართავთ, რითაც შესაძლოა, გრანტების შესახებ კანონი დაირღვა.

მსგავსი