აუდიტის სამსახურმა საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური აქტივობების მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
აუდიტის სამსახურმა საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური აქტივობების მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური აქტივობების მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

საარჩევნო სუბიექტებს შემოსავლების ორი ძირითადი წყარო აქვთ, შემოწირულებები და საბიუჯეტო დაფინანსება. ამასთანავე, კვალიფიციურ სუბიექტებს გააჩნიათ მიზნობრივი საარჩევნო დაფინანსება, რომელიც განკუთვნილია საარჩევნო უბანსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობის ხარჯის და საარჩევნო რეკლამის დაფინანსების მიზნებისთვის.

ჯამში, ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების პირველი ტურის დროს, პირველი  აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მიღებულია 16,299,394 ლარის შემოსავალი.

„სალომე ზურაბიშვილი – 6,395,983 ლარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 1,471,939 ლარი, ევროპული საქართველო – 1,298,850 ლარი, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს – 860,035 ლარი, შენების მოძრაობა – 587,074 ლრი, მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – 564,330 ლარი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 544,738 ლარი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 516,969 ლარი, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – 504,219, ახალი საქართველო 489,471 ლარი, მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის – 451,771 ლარი, თავისუფალი საქართველო 445,616, ახალი ქრისტიან-დემოკრატები 411,120, თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა – 410,220, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობა – 410,220, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი – 410,220 ლარი“, – აღნიშნულია ანგარიშში.