აუდიტის სამსახური - თბილისში მშენებლობები სტიქიურად მიმდინარეობს
აუდიტის სამსახური - თბილისში მშენებლობები სტიქიურად მიმდინარეობს

აუდიტის სამსახურის საქმიანობის 2018 წლის გეგმაში თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვების შესახებ დაგეგმილი აუდიტის მოტივაციად რამდენიმე ხარვეზი სახელდება. მათ შორის, ანგარიშის მიხედვით, თბილისში ხშირია ფუნქციური ზონების ცვლილების შემთხვევები, ასევე სამშენებლო კოეფციციენტების ცვლილებები სამშენებლო ნებართვების გაცემის შემდგომ.

სამშენებლო ნებართვების გაცემის საბჭოს საქმიანობა კი, აუდიტის სამსახურის გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, არ არის გამჭვირვალე.

აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმაში აღნიშნულია, რომ გენერალური გეგმის მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები არაეკონომიურია, მერიის შიდა სტრუქტურულ ერთეულებს შორის კი კოორდინაციის ნაკლებობაა.

ასევე დოკუმენტის მიხედვით, დამტკიცებულ პროექტებში შეტანილი ცვლილებები არაგამჭვირვალეა. უნებართვო მშენებლობაზე ჯარიმა არაგონივრულად დაბალია და ასევე, მისი აღსრულება არ ხდება.