აუდიტის სამსახური - საცხოვრებელი ობიექტები, სადაც ხანძრები ყველაზე ხშირად ჩნდება, საქართველოში სახანძრო ზედამხედველობას არ ექვემდებარება
აუდიტის სამსახური - საცხოვრებელი ობიექტები, სადაც ხანძრები ყველაზე ხშირად ჩნდება, საქართველოში სახანძრო ზედამხედველობას არ ექვემდებარება

საქართველოში 2016-2018 წლებში მომხდარი ხანძრების/წაკიდებების სტატისტიკის მიხედვით, შენობა-ნაგებობებში მომხდარი ხანძრებისა და წაკიდებების 70 პროცენტი საცხოვრებელი დანიშნულების შენობებზე მოდის. ამ ფონზე საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტები საქართველოში სახანძრო ზედამხედველობას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი სახელწოდებით, „სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში“.

უწყების ცნობით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში  სახანძრო შემოწმებები ტარდება  – ფინეთი, საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია, სლოვენია.

ამასთანავე, ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სახანძრო შემოწმებები არ ტარდება, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროებებიდან გამომდინარე, დადგენილია პრევენციის სხვა ზომები.

მაგალითად, ბელგიაში ყველა ბინის მესაკუთრე ვალდებულია, ჰქონდეს ელექტროობის ინსპექტირების მოქმედი სერტიფიკატი. ფინეთში, დანიასა და ბელგიაში ბინის მესაკუთრეები ვალდებული არიან, გარკვეული პერიოდულობით უზრუნველყონ საკვამურების წმენდა სპეციალიზებული კომპანიის მიერ. ასევე, ევროპის უმეტეს ქვეყანაში – დანია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, ბინებში, მოთხოვნის შესაბამისად, დამონტაჟებულია კვამლის დეტექტორები, რაც  ხანძრების დროულ აღმოჩენას უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი