„ბენდელას” სტადიონზე „აუდის თასის“ გათამაშება დაიწყო. მთავარი პრიზისთვის ოთხი გუნდი იბრძვის – „საბურთალო“, „ლევანტე“ (ესპანეთი), „ვერონა“ (იტალია) და „საბაჰი“ (აზერბაიჯანი).
პირველ შეხვედრაში მასპინძელი „საბურთალო“ „ვერონას“ შეხვდა და მატჩის დებიუტში აკაკი მენაღარიშვილის გოლით დაწინაურდა. თუმცა, საბოლოოდ, თბილისელები 1:2 დამარცხდნენ. სტუმართაგან ბურთები პავანატიმ და სორანიმ გაიტანეს.
მეორე შეხვედრაში „ლევანტემ“ აზერბაიჯანულ „საბაჰს“ 3:1 აჯობა. ესპანელთაგან თავის გამოჩენა კორტინამ და გენოვესმა (2) შეძლეს. პრესტიჟის გოლი აზერბაიჯანელებიდან პენალტით გუნდის კაპიტანმა გაბიევმა გაიტანა.
ტურნირის მეორე სათამაშო დღეს 13:00 საათზე „საბურთალო“ „საბაჰს“ შეხვდება, ხოლო 16:00 საათზე „ვერონა“ – „ლევანტეს“.