აუცილებლობის შემთხვევაში, სიგარეტის მოწევა სპექტაკლში დასაშვები გახდება
აუცილებლობის შემთხვევაში, სიგარეტის მოწევა სპექტაკლში დასაშვები გახდება

აუცილებლობის შემთხვევაში, პერსონაჟის მიერ სიგარეტის მოწევა სპექტაკლში დასაშვები გახდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

„კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ შედის ცვლილება, თუ სპექტაკლის დროს სიგარეტის მოხმარება პერსონაჟის მიერ აუცილებლობით არის გამოწვეული, ამით იხსნება პერსონაჟის გარკვეული სახე. გარკვეული საბჭოს, სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელი იყოს, რომ სპექტაკლის დროს გამოიყენონ სიგარეტი, ოღონდ პროგრამაში მითითებული იქნება, რა თქმა უნდა, მისი მოწევა რას იწვევს და რომ ჯანმრთელობისთვის მავნებელია“, – განუცხდა პირველ არხს ნუკრი ქანთარიამ.

თამბაქოს მოწევაზე გარკვეული გამონაკლისების დაწესება იგეგმება. ცვლილებების შესახებ მომზადებულ ინიციატივას პარლამენტი განათლების კომიტეტზე განიხილავს.

ცვლილების თანახმად, მოწევა დასაშვები გახდება საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების ეზოებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში. ასევე, უნდა დარეგულირდეს თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციისას მისი განთავსების საკითხი.