ATP-ის განახლებულ რეიტინგში ნოვაკ ჯოკოვიჩი გალიდერდა - ნიკოლოზ ბასილაშვილი 263-ე ადგილამდე დაქვეითდა #1TVSPORT
როლან გაროსის შემდეგ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) მამაკაცების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც ნოვაკ ჯოკოვიჩია 7595 ქულით.
რეიტინგის ყოფილი ლიდერი, ესპანელი კარლოს ალკარასი კლასიფიკაციაში მეორე ადგილამდე დაქვეითდა (7175 ქულა). როლან გაროსის ნახევარფინალში მისი დამარცხება სწორედ სერბმა ჩოგბურთელმა მოახერხა, რომელმაც კარიერაში დიდი სლემის 23-ე ტურნირი მოიგო და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა. სამეულს დანილ მედვედევი ხურავს 6100 ქულით.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, უკანასკნელ წლებში ყველაზე წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგში უკუსვლას განაგრძობს და უკვე 263-ე ადგილზეა, მას 206 ქულა აქვს. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ბასილაშვილმა მარჯვენა ხელზე ოპერაცია გაიკეთა. მას ტრავმა შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა. ბოლოს ქართველმა შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვალში მოიგო.
ATP-ის განახლებული რეიტინგის ათეული:
1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 7595 ქულა
2. კარლოს ალკარასი (ესპანეთი) – 7175 ქულა
3. დანილ მედვედევი (რუსეთი) – 6100 ქულა
4. კასპერ რუდი (ნორვეგია) – 4960 ქულა
5. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 4920 ქულა
6. ჰოლგერ რუნე (დანია) – 4375 ქულა
7. ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) – 4000 ქულა
8. ტეილორ ფრიცი (აშშ) – 3515 ქულა
9. იანიკ სინერი (იტალია) – 3300 ქულა
10. კარენ ხაჩანოვი (რუსეთი) – 3125 ქულა