ათონის მთაზე 20 აპრილამდე ყველა მსახურება, მათ შორის აღდგომის დღესასწაული, მრევლისა და მომლოცველების გარეშე ჩატარდება
ათონის მთაზე 20 აპრილამდე ყველა მსახურება, მათ შორის აღდგომის დღესასწაული, მრევლისა და მომლოცველების გარეშე ჩატარდება

ათონის მთაზე პილიგრიმებისა და მორწმუნეების ვიზიტებზე დაწესებული შეზღუდვა 20 აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის გადაწყვეტილება ათონის მთის ადმინისტრაციამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო.

ეს ნიშნავს, რომ 20 აპრილამდე ყველა მსახურება, მათ შორის აღდგომის დღესასწაული, მრევლისა და მომლოცველების გარეშე ჩატარდება.

ამ პერიოდში გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სპეციალისტებისა და მუშებისთვის, რომელთაც შესაბამისი ნებართვა ადმინისტრაციიდან აქვთ მიღებული.