ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება
ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

​თბილისში, ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მოქალაქეები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აუცილებლად უნდა განმარტოს, რატომ შეიწყალა პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე.

საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი მოკლეს, რისთვისაც რამაზ დევაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა სიაში მოხვდა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

დატოვე კომენტარი