ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელად ოფიციალურად განისაზღვრა
ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელად ოფიციალურად განისაზღვრა

ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელად ოფიციალურად განისაზღვრა. შესაბამისი ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად, ცვლილებები შევიდა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ათონელის ქ. №25, საფოსტო ინდექსი – 0114“.

სალომე ზურაბიშვილის ბრძანებულების გამოცემამდე ადმინისტრაციის ადგილსამყოფელად განსაზღვრული იყო თბილისი, მ. აბდუშელიშვილის №1, საფოსტო ინდექსი – 0103.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე სალომე ზურაბიშვილის ბრძანებულება დღეს, 15 თებერვალს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.