ათონელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ათონელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.

მათივე ცნობით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 600 კვ.მ ფართობზე დაიგო ორფენიანი ასფალტი, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. ასევე, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

როგორც მერიაში აცხადებენ, საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანია „პარმა“ შეასრულა.