ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ კახოვკაში კაშხლის აფეთქების შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ კახოვკაში კაშხლის აფეთქების შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აქვს ცნობები კახოვკის კაშხლის განადგურების შესახებ. ჩვენი ექსპერტები ყურადღებით აკვირდებიან ვითარებას. არ არსებობს უშუალო საფრთხე ქარხანაში ბირთვული უსაფრთხოებისთვის“, – წერია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვას რუსეთის მხრიდან საზარელი დანაშაული და ევროპაში უდიდესი ტექნოლოგიური კატასტროფა უწოდა.
The IAEA is aware of reports of damage at #Ukraine’s Kakhovka dam; IAEA experts at #Zaporizhzhya Nuclear Power Plant are closely monitoring the situation; no immediate nuclear safety risk at plant.#ZNPP
— IAEA – International Atomic Energy Agency ⚛️ (@iaeaorg) June 6, 2023