ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ირანის ატომურ ელექტროსადგურს ჭურვი მოხვდა, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ირანის ატომურ ელექტროსადგურს ჭურვი მოხვდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტი ბუშერის ატომურ ელექტროსადგურში მოხდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„სადგურის დაზიანების ან პერსონალის დაშავების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა. გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მოწოდებას კონფლიქტის დროს მაქსიმალური თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იყოს აცილებული ბირთვული ავარიის რისკი“, – ნათქვამია განცხადებაში.