ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიების რისკს ზრდის

23:53, 24.11.2022
Director General of the International Atomic Energy Agency (IAEA) Rafael Mariano Grossi speaks during an AFP interview in Vienna on November 30, 2020. - Iran does not have anything to gain from ending inspections of nuclear facilities, Grossi told AFP on November 30, 2020.
Responding to calls by Iranian MPs to end inspections following the assassination of a top nuclear scientist, IAEA chief Rafael Grossi said it was "essential to give the world the necessary and credible assurances that there is no deviation from the nuclear program to military uses". (Photo by ALEX HALADA / AFP)

Director General of the International Atomic Energy Agency (IAEA) Rafael Mariano Grossi speaks during an AFP interview in Vienna on November 30, 2020. - Iran does not have anything to gain from ending inspections of nuclear facilities, Grossi told AFP on November 30, 2020. Responding to calls by Iranian MPs to end inspections following the assassination of a top nuclear scientist, IAEA chief Rafael Grossi said it was "essential to give the world the necessary and credible assurances that there is no deviation from the nuclear program to military uses". (Photo by ALEX HALADA / AFP)

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიების რისკს ზრდის. რაფაელ გროსი მოუწოდებს მხარეებს, ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტონ.

„ერთ ადგილზე როცა არის ბევრი ბირთვული მასალა და ხორციელდება დარტყმა, მაგალითად, პირდაპირი დარტყმა საწვავის საცავზე, ან გახარჯულ საწვავზე, რეაქტორზე, ან თუ ატომურ ელექტროსადგურს უწყდება გასაგრილებლად საჭირო ელექტროენერგია, მაშინ შეიძლება, მოხდეს უბედური შემთხვევა. შეიძლება, ატმოსფეროში გამონაბოლქვი გამოიფრქვეს, შესაბამისად, სავსებით ნათელია, რომ შედეგები იქნება საზღვრების ორივე მხარეს, ზაპოროჟიეს რეგიონის მიღმა. ნებისმიერ ფასად, ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – განახაცდა გროსიმ.

ამასთან, რაფაელ გროსის განმარტებით, გუშინ, ისტორიაში პირველად, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ ოთხივე ატომურ ელექტროსადგურს (ზაპოროჟიეს, რივნეს, ხმელნიცკისა და სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს) ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და ქსელიდან გაითიშა. „პერსონალი მათი უსაფრთხოდ მუშაობისთვის დამოკიდებული იყო ელექტროგენერატორებზე“, – განაცხადა გროსიმ.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები და ბირთვული ელექტროსადგურები უკრაინის საჭიროების დაახლოებით 50 პროცენტს უზრუნველყოფენ.

მსგავსი