ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდნენ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდნენ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები რუსების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალების ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, საერთაშორისო სააგენტოს მისია სადგურზე დიდი კოლონით მივიდა. ადგილზე რუსი სამხედროების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა იმყოფება.

ამასთან, რუსული სახელმწიფო მედია, სადგურის ტერიტორიაზე მისიის კოლონის შესვლის ვიდეოკადრებს აქვეყნებს.

დელეგაციის ჩასვლა დაგვიანდა ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის გარშემო ინტენსიური ცეცხლის გამო. მისიის წევრებს უკრაინის კონტროლირებად საკონტროლო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე საათის შეყოვნება მოუწიათ.

საერთაშორისო ინსპექტორებმა სადგურზე უსაფრთხოებასთან არსებული სიტუაცია უნდა შეისწავლონ.