ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას „ენერგოატომი“ და საერთაშორისო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებენ. ეს რაფაელ გროსის მეორე ვიზიტია სადგურზე მას შემდეგ, რაც ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ევროპის უმსხვილეს ბირთვულ ელექტროსადგურზე არსებულ სიტუაციას შეისწავლის.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან ზაპოროჟიეს სადგურზე საერთაშორისო სააგენტოს მუდმივმოქმედი მისია მუშაობს.